Monday, July 14, 2014

მოდული 8

ამ მოდულში დავასრულეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოზე მუშაობა. გავეცანით კოლეგების მიერ შექმნილ პორტფოლიოებს, განვიხილეთ მთლიან ჯგუფთან.
    საინტერესო და ნაყოფიერი იყო ტრენინგის ყველა დღე. შევიძინე საკმაოდ ბევრი საჭირო უნარ-ჩვევა, რომელიც აუცილებელია ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის.

     დიდი მადლობა ტრენერს ნანა ედიშერაშვილს ტრენინგის მანძილზე გაწეული ნაყოფიერი მუშაობისათვის.

მოდული 7

ამ მოდულში გავეცანით, როგორ გავუწიოთ ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პროცესში და როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად.

მოდული 5-6

გავეცანით, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები 21-ე საუკუნის მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის. ჩვენ შევქმენით და განვიხილეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები თემის მიზნებთან შესაბამისობის კუთხით.
გავეცანით, თუ როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეთა თვითრეგულირებად სწავლას, როგორ მოვძებნოთ თვითრეგულირებული სწავლების გზები ყველა ტიპის მოსწავლისათვის, როგორ შევქმნათ დამატებითი მასალა მოსწავლეთა გეზის მისაცემად საჭიროების შემთხვევაში.

Thursday, July 10, 2014

მოდული 4

  ამ მოდულში გავეცანით, თუ როგორ გამოვიყენოთ ჩვენს პროექტში ინტერნეტი, როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის პასუხისმგებლობით და უსაფრთხოდ გამოყენება. შევქმენით მოსწავლეთა სავარაუდო პრეზენტაციების, პუბლიკაციებისა და ბლოგის ნიმუშები.

ჩემი პროექტის პრეზენტაცია

Thursday, July 3, 2014

მოდული 3




ამ მოდულში განვსაზღვრეთ, როგორ მოვახერხოთ ჩვენს სასწავლო პროექტში 21-ე საუკუნის უნარების ინტეგრირება. დავგეგმეთ ინტერნეტის გამოყენების შესაძლებლობა ჩვენი პროექტის  ფარგლებში. ვისწავლეთ სასარგებლო ვებსაიტების მოძიება.